მამა პეტრე კოლხი, სოციალურ ქსელში, წერს:
“არაფრის შეგეშინდეს. ბედობა არ არსებობს. ნურც რაიმე ნიშანს მიაქცევ ყურადღებას.
ცრუ რწმენები აუცილებლად უნდა დათრგუნო.
ეს წარმართობის გადმონაშთია.
თან მარხვა და თან ბედობის აღიარება, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
ან ერთი უნდა გწამდეს, ან მეორე… ორი ღმერთის თაყვანისცემა არ გამოვა.
ნურც გულხელდაკრეფილი დაელოდები, რას მოიტანს ხვალინდელი დღე… ზუსტად იმას მოგცემს, რისი ფასიც იშრომე და გაისარჯე.
დღეს ყველაზე მეტი სიკეთე გააკეთე…
ნუ დაუჯერებ ბოდვებს.
ვისაც დახმარება სჭირდება, დაეხმარე, ვისაც პური შემოაკლდა, მიაწოდე.
სხვაზე ზრუნვით მეტი მოგეცემა. არასდროს დარჩები ცარიელი.
თავად ქმნი შენს მომავალს, ყოველგვარი ბედის ჩარევის გარეშე… რადგან ის არ არსებობს. არ არსებული კი ვერაფერში ჩაერევა!..”
კომენტარები