პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“Comrade Napoleon is always right
ეს ფრაზა ორუელის “ცხოველთა ფერმიდანაა.” ნაპოლეონად წოდებული პერსონაჟის პროტოტიპი სტალინია. მართალია, სტალინსა და ნაპოლეონს საერთო ბევრი არ ჰქონდათ (თუ ჰქონდათ, მხოლოდ ის რომ ორივე დიდ იმპერიას მართავდა). მაგრამ ეს არაფერი.
ქართული პოლიტიკა რამდენიმე აქსიომაზე დგას. აქედან ერთ-ერთი სწორედ ისაა რომ ბელადი (თუ ლიდერი, როგორც გენებოთ) ყოველთვის მართალია.
არა მხოლოდ ყოველთვის, არამედ ასევე ყველგან, ყველაფერში და ყველასთან.
და კიდევ ერთი, – ბელადი მართალია განურჩევლად იმისა ვინაა ბელადი.”
კომენტარები