ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია “ვიასნას” ცნობით, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა და ბელარუსმა ბლოგერმა, იჰარ ლოსიკიმ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მანამდე ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.
ორგანიზაციის ცნობითვე, ამჟამად ლოსიკი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ლოსიკის 2021 წელს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალად ედება “მასობრივი არეულობის მოწყობა, სოციალური სიძულვილის გაღვივება”, ასევე წაყენებული აქვს კიდევ რამდენიმე ბრალდება, რაც ამ დრომდე გაურკვეველია.
თავად ლოსიკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ამ წლის იანვარში ექსტრემისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით. ორ წლიანი პატიმრობა მიესაჯა მის ცოლს, დარია ლოსიკისაც.
კომენტარები