ბელგია გაყინული რუსული აქტივებიდან 92 მლნ ევროს უკრაინას გადასცემს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ბელგიის მთავრობამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის გაყინულ აქტივებს გამოიყენებს.
“ამ თანხის ნახევარი, 46 მლნი ევრო განკუთვნილია ახალი სამხედრო დახმარებისთვის. რაც მოიცავს ჯავშანტექნიკას, იარაღსა და საბრძოლო მასალებს”, – წერია ბელგიის მთავრობის განცხადებაში
თანხის მეორე ნახევარი უკრაინელი მოსახლეობის მხარდაჭერას და ბელგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გაძლიერებას მოხმარდება. თანხები განკუთვნილია ჰუმანიტარულ დახმარებაზეც. კერძოდ, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სურსათის უსაფრთხოებაზე.
კომენტარები