ბელგიაში ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ანა ბალამწარაშვილი:
“ბელგიის სამეფოში 55 მოსამართლე და პროკურორი ჩასხდნენ ციხეში იმისათვის რომ ენახათ და ეგრძნოთ რეალურად რა გზას გადის პატიმარი!
ბელგიის სამეფოს იუსტიციის მინიდტრმა ვინცენტ ვან კუიკენბერგმა ჩაატარა ექსპერიმენტი,ახლად აშენებულ ციხეში რომელიც გათვლილია 1200 პატიმარზე,შეასახლა 55 მოსამართლე და პროკურორი გარკვეული ვადით,არანაირი პრივილეგია და განსხვავებული მიდგომა-მომსახურება,რადგან მთელი ეს პერიოდი ისინი იყვნენ ჩვეულებრივი პატიმრები,მინისტრის განცხადებით ასეთი ექსპერიმენტები იქნება პერიოდულად რათა,პროკურორმა ბრალის წაყენებისას და მოსამართლემ განაჩენის გამოტანის დროს არ დაუშვან გადაცდომა და იხელმძღვანელონ კანონის სრული დაცვით,სინდისიერად,მნიშვნელოვანია რომ არავისი სიმართლე არ დაიკარგოს,როგორი სახის დამნაშავეც არ უნდა იყოს ის!!!
გაიგონეთ ჰო, არ იყოს გადაცდომაო, შეუცდომელი არავინაა მაგრამ მაინც საჭიროა ბელგიის სამეფოში ასეთი ექსპერიმენტი, წარმოიდგინეთ საქართველოში ამდაგვარი რამ?”
კომენტარები