ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის ახალმა პირბადემ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიქცია. მინისტრი პირბადით, რომელზეც მისივე სახე იყო გამოსახული, პარლამენტში მივიდა.
მოგვიანებით, მინისტრმა „ტვიტერში“ პოსტი დაწერა, რომ თანხა, რომელიც პირბადის შესაძენად გადაიხადა, ქველმოქმედებას მოხმარდება.
ბელგიაში პირბადის ტარება შენობებში სავალდებულოა.
კომენტარები