შალვა გოგოლაძის ადვოკატის, გოჩა ხაჩიურის განცხადება:
“დაკავებულს 19/109-ე მუხლის აქვს წარდგენილი, რომელშიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს.
ბრალდებული ამბობს, რომ მან ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა. მან სამართალდამცავებთან აღიარა, რომ იმ ადგილას იმყოფებოდა. დაწვის ფაქტს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აღიარებს”
ცნობისთვის, შალვა გოგოლაძეს, რომელმაც, პროკურატურის თქმით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
კომენტარები