„პრაქტიკამ აჩვენა, რომ მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე ადრეც იყო საუბარი, და ასეთი პოზიცია მეც დამიფიქსირებია, რომ მიზანშეწონილად მიმაჩნია ასეთი გაყოფა. სხვათაშორის ეს მსჯელობა იყო მაშინაც კი, როდესაც ამ სამინისტროების გაერთიანება ხდებოდა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ მიზანშეწონილი უნდა იყოს კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, ეს არის მთავრობის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და შემდგომ ყველაფერი ეს კანონმდებლობაში უნდა აისახოს.
თუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე შემდეგ პარლამენტი იმსჯელებს და ვფიქრობ, პარლამენტის მხრიდანაც თანხმობა იქნება“
ჟურნალისტების კითხვაზე განიხილება თუ არა კულტურის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ბექა ოდიშარია, კახიანი ამბობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია თუმცა მის კანდიდატურას პოზიტიურად აფასებს.
„საუბარი ჯერ არმიღებულ გადაწყვეტილებაზე და არარსებულ სამინისტროზე, თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, ნაადრევია.
ზოგადად ბექა ოდიშარიას კანდიდატურას მივესალმები და ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. თუმცა, ამ თემაზე შემდგომ იქნება სწორი მსჯელობა, როდესაც უკვე გაყოფა მოხდება“
კომენტარები