ყველასთვის საყვარელი ბავშვები ბექა და მარი კორონავირუსის გამო ერთმანეთის ნახვას ვეღარ ახერხებენ.
„ვირუსების გამო უკვე ორი თვეა გარეთ ვეღარ გავდივარ. თუმცა ეზოში საბასთან ერთად გამოვდივარ ხოლმე.
ვთამაშობთ, მერე სახლში შევდივარ იქაც ვთამაშობთ, ვკატაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ. ონლაინ გაკვეთილები მომწონს, თან მასწავლებლებიც მიგზავნიან დავალებას და ვაკეთებ, მაგრამ სკოლა ძალიან მენატრება.
ბექაც ძალიან მენატრება, უკვე 2 თვეა არ მინახავს“, – აღნიშნა მარიმ.
ბექა ამბობს, რომ ის პაპას ეხმარება და მოტოციკლეტით სეირნობს. მანიფაფასაც ისევ ჭამს.
„მამას და პაპას ვეხმარები ხოლმე. მოტოციკლით ვსეირნობ და მანიფაფასაც ისევ ვჭამ, მშობლები ხშირად მიკეთებენ.
ონლაინ გაკვეთილებზე ყველაფერი კარგადაა , არაფერი გამჭირვებია. ვიცი, რომ კორონავირუსი საშიშია – ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ და თან დავისპირტოთ“, – ამბობს ბექა.
კომენტარები