“დაიჯესტი” მასალას ავრცელებს, ბერა ივანიშვილზე და წერს რომ უნდა გვიამბოს იმ გოგოების შესახებ, რომლებსაც წლების წინ, ბერა ივანიშვილის შეყვარებულობას მიაწერდნენ.
როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილების ყოფილი სარძლოების სიაც პოპულარულია.
“დაიჯესტი”:
მაშ ასე, ვნახოთ, ვინ იყო ბიძინა ივანიშვილის სარძლოების სიაში:
წლების წინ, ინტერნეტში ბევრი წერდა, რომ მომღერალ ნინი ბადურაშვილსა და ბერას რომანი ჰქონდათ, მეტიც! რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო იმასაც ამტკიცებდა, რომ წყვილმა ჩუმად იქორწინა.
სანამ ერთზე ვჭორაობდით, ბერას სხვა ჰყავდა. ამაზე ხომ თავადაც რეპავდა?!
ბერა ივანიშვილის შეყვარებულობას მიაწერდნენ მომღერალ თაკო გაჩეჩილაძესაც, გავრცელებული ჭორების თანახმად, კი ბიძინა ივანიშვილმა მომღერალს სოლიდური თანხა შესთავაზა, ოღონდ მის ვაჟთან ურთიერთობა გაეწყვიტა.
„შეიძლება მას რაღაც სიმპათიები ჰქონდა ჩემ მიმართ, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი გამოვიდოდა, რადგან ის ჩემზე ბევრად პატარაა“, – ამბობს თაკო გაჩეჩილაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
წლების წინ, მომღერალ ნინა სუბლატის და ბერა ივანიშვილის რომანის შესახებაც ბევრი იწერებოდა, თუმცა როგორც სუბლატი ამბობდა, მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ და გავრცელებულ ჭორებში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არ იყო.
ბერა ივანიშვილის და რუსი მოდელის ევა მინაევას შესახებ ბევრს წერდა მედია. თავად ბერა სოციალურ ქსელში ზედნაიასთან ერთად გადაღებულ არაერთ ფოტოს აქვეყნებდა.
და ბოლოს, ბერა ივანიშვილის ცხოვრების მეგზური მოდელი ნანუკა გუდავაძე გახდა, წყვილმა 2018 წლის სექტემბერში იქორწინა და ერთი შვილი – ბერუკა ივანიშვილი ჰყავთ.
კომენტარები