“მე არ მეგონა, რომ საქართველოს მთავრობა გაბედავდა და დაიცავდა პოზნერს ქართველი ხალხისგან. ამას არ ველოდი ამ მთავრობისგანაც კი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ხო არ არსებობს, არსებობს ერთი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუპორები” – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში პოზნერის ვიზიტისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას ისაუბრა.
“კარგად ვერ გავიგე მამუკა მდინარაძის ლოგიკა, ბატონ მამუკას მგონი ცოტა თავში პრობლემები აქვს ლოგიკასთან, თუ რუსეთის ხალხი დახვდა, ამ რუსეთის საყვარელ ჟურნალისტს როგორ აგინეს? ასეთი გაუგრებობა როგორ მოხდა კრემლის კაბინეტებს შორის? ეს სახლში თვითონ უნდა გაარკვიოს. რუსეთის ანგენტი ვინცაა, სახეზე აწერია.
მადლობა ღმერთს, რომ რუსეთს ასეთი უტვინო აგენტურა ჰყავს საქართველოში… არ ვიცი, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რა ვუწოდო. ფიგურა რომ ვთქვა ძალიან დიდი სიტყვაა, პაიკიც – დიდი სიტყვაა, ესაა დიდი არარაობა, რომელმაც ხმა ამოიღო და იმ ქვეყანას რა ვუთხარი ასეთი პრემიერმინისტრი რომ ეყოლება, თან მეორედ. ეს არის უკვე ქართველი ხალხის ძალიან დიდი შეცდომა. არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად” – თქვა ბერძენიშვილმა.
კომენტარები