უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
,,ბერი, ეპისკოპოსი, მღვდელი უნდა იყოს ღარიბი, რადგან მდიდრები სასუფეველში ვერ ხვდებიან ქრისტეს სწავლების მიხედვით.
?? კიდევ იმიტომ უნდა იყვნენ ღარიბები, რომ სულიერი სიმდიდრის დაგროვებაში ხელს უშლის მას ქონება და მიწიერი საზრუნავი.
?? კიდევ იმიტომ უნდა იყვნენ უპოვრები, რომ ღმერთს მინდობილები არიან და არ ეშინიათ გაჭირვების.
?? კიდევ იმიტომ უნდა იყოს მღვდელი ღარიბი, რომ ყველა ლარი ღატაკ ოჯახებს უნდა გაუნაწილოს ამ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს შიათ.
?? კიდევ იმიტომ უნდა იყოს ღარიბი, რომ მაგალითი მოგვცეს საერო პირებს, რომ ჩვენ მათ მაგალითზე შეველიოთ სიმდიდრეს და გავუნაწილოთ ის გაჭირვებულებს.
?? კიდევ ათას მიზეზს დავწერ, თუ როგორ აკეთილშობილებს და ამშვენებს სასულიერო პირს სიღარიბე და რა საშინლად ამახინჯებს გუჩის ფეხსაცმელი და როლექსის საათი, მაგრამ ნუთუ ეს უჩემოდ არ იციან? ნუთუ ეს ვერ ამოიკითხეს სახარებიდან?”
კომენტარები