გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი, ვოლკერ ვისინგი აცხადებს, რომ ბერლინი უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე ზედა ზღვრის დაწესებას არ აპირებს.
“ეს კითხვა არ ისმევა. გერმანიას ვერ და არ დააბრუნებს არცერთ ლტოლვილს უკრაინიდან”. – ამბობს ვისინგი.
ვისინგის თქმით, გერმანია ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად უნდა მოემზადოს, ვინაიდან უკრაინა უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ტრანსპორტის მინისტრის თქმით, დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთა, რათა ლტოლვილები პოლონეთიდან ჩამოეყვანათ.
“ჩვენ მალევე დავრწმუნდით, რომ უკრაინიდან გაქცეული ადამიანების ტრანსპორტირება გერმანიაში პოლონეთიდანაა შესაძლებელი. უკრაინელი ლტოლვილებისთვის სივრცეები ჯანოვერში, კოტბუსსა და ბერლინშია გამოყოფილი”. – თქვა ვოლკერ ვისინგმა.
კომენტარები