სოფელ კირბალის მაცხოვრებლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თამაზ გინტური თავისსავე მანქანაში მოკლეს და მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული.
„ავიდნენ [ეკლესიაში] სანთელი უნდა დაენთოთ და იქვე ყოფილან [რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები]. მიცვივდნენ და ჩაცხრილეს ბიჭი მანქანაში. ერთი გაიტაცეს”, – ამბობს ოჯახის ახლობელი ქალი.
დაკავებულის ბიძაშვილი ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა დაკავებულს დაარეკვინეს, რომ გარდაცვლილისთვის მიეკითხათ.
„თვის პიკაპში იყო ჩაწვენილი უკანა სავარძელზე. დაარეკვინეს, რომ აეხედათ. მე კარგად ვარ და თამაზის მიხედეთო. მთელს სოფელს უყვარდა. ყველა განიცდის”, – ამბობს ქალი.
„მანქანა ახლაც იქ გდია. ბეჭებში აქვს სამგან ნასროლი. მანქანაში მოკლეს. უკნიდან არის ნასროლი. სულ დაცხრილულია მანქანა”, – ამბობს ადგილობრივი კაცი.
წყარო: “იმედი”
კომენტარები