ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
,,რა მაგის პასუხია და ვერ ჩავწვდი კონსპირაციას, ბიძინა ივანიშვილს რომ რომელიღაც ბანკი გადარიცხვას უგვიანებს, რატომაა ეს საქვეყნო და მითუმეტეს კიდევ მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემა? ჩემი აზრით, ბევრად უფრო საქვეყნო პრობლემაა, მე რომ Glovo მაჭრის ყოველ თვეში საკომისიოს, მაშინ როცა საერთოდ არ მაქვს გლოვოში ანგარიში და არასდროს მისარგებლია მათი მომსახურებით. ხოდა კიდევ თუ მომაჭრის, იძულებული გავხდები, დავბლოკო ბარათი და რომც დავბლოკო, საერთოდ, საიდან გაჩნდა მათთან ჩემი ანგარიშის ნომერი? ასეთი და ქვეყანაში არსებული სხვა ბევრად მსხვილმანი და მრავალი განუკითხაობა უფრო უნდა აინტერესებდეთ წესით იმ ერთი ვინმე კერძო პირის მოსამსახურეებს, სახელმწიფო მართვის თანამდებობები რომ დაინაწილეს და დაიბრალეს.“
კომენტარები