„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია 3 ივლისს ჩატარებულ აქციას ეხმაურება:
„აქცია წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ გინდოდა ადამიანებში საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა ისე, რომ 100 000-კაციანი მიტინგიდან 10 დღეში არაფერი დარჩენილიყო, ეს ორგანიზატორებს კარგად და წარმატებით გამოუვიდათ.
ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, იყო უბრალოდ აქციის დაშლა, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და არა ის, რაც იყო გაცხადებული, ხელისუფლების შეცვლა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხალხს, რომელსაც უნდოდა სამართლიანი პროტესტი ჩაეცხრო, ადამიანებს იმედები გაცრუებოდა და სახლში წასულიყვნენ, წარმატებით გამოუვიდათ.“
კომენტარები