იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ იყო თავად დეგნანი აკერმანის შეკრების მონაწილეც, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ფაქტებით ვსაუბრობთ ეს არის მნიშვნელოვანი. როდესაც ფაქტებით ვსაუბრობთ, ქალბატონ დეგნანს პასუხები აქვს გასაცემი. მას არაერთხელ მივმართეთ, ეს არ არის მხოლოდ ოთხი დეპუტატის კითხვები, ესაა საზოგადოების კითხვები. მისი მხარდაჭერა NGO-სა და რადიკალური ოპოზიციის, „გავრილოვის ღამისა“ და „პივიტის“ უმნიშვნელო ცდომილებად მოხსენიება.. არ გავჩერდებით.
ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ბევრი ინფორმაცია გვქონდა კულუარებში, რომ საშიშროება კვლავ გრძელდება საქართველოსთან მიმართებით. ახლა დამებადა ეჭვი – იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, რომ ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ იყო მონაწილე თავად დეგნანი აკერმანის შეკრებისაც, სადაც იგეგმებოდა პროცესები, რომელიც ივნისში წარიმართა. მისი პასუხები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად შერწყმულია, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარაა ”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომენტარები