იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდგინდება, სამეგრელო, შესაძლოა, მორიგ საკარანტინო ზონად გამოცხადდეს და ჩაიკეტოს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ინფიიცრებული სპორტსმენიის გარშემო ბევრი კონტაქტი დაფიქსირდა.
“ძალიან ბევრი კავშირი უფიქსირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს. ამდენად რისკი მაღალია ძალიან. კონტაქტის კონტაქტები დგინდება. უშუალო კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან არის 23. თუმცა იმ 23 უდგინდება კიდევ ძალიან ბევრი კონტაქტი ამიტომ რისკი ძალიან მაღალია. თუკი დადასტურდება ეს სამი შემთხვევა განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება ჩაიკეტოს. იმდენად დიდია მათი კონტაქტების წრე, შეიძლება მოგვიწიოს ამ ზომებზე წასვლა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
თუმცა, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ სპორტსმენთან კავშირში მყოფ პაციენტებს სიმპტომების გამოვლენამდე განმეორებითი ტესტი არ ჩაუტარდებათ და ისინი ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.
შესაბამისად, უცნობია, ორი კვირა დაელოდებიან და მერე ჩაუტარებენ განმეორებით ანალიზს და მიიღებენ შესაბამის ზომებს, თუ მყისიერად იმოქმედებს სახელმწიფო.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები