ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“ბევრი მეკითხება არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა… ცხადია, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ჩვენ დღეს დავიწყეთ სკოლა და მე საკლასო ითახში სწავლება ავირჩიე. ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ამერიკული სასკოლო სისტემის მიმართ ნდობა უსაფრთხოების საკითხში. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყოსში მივიღეთ წერილი, როგორ მოემზადებოდა სკოლა, დელტა ვირუსის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმენალად. მომზადება გულისხმობს უამრავ წვრილმანს დაწყებული სკოლის ინფრასტრუქტურით და დამთავრებული ქცევის შეზღუდვებით. შარშანდელმა სასკოლო წელმა დამარწმუნა, ბავშვები, ჩვენზე, დიდებზე გონიერი არსებები არიან და ისინი ზუსტად ასრულებენ მითითებებს, თუ აუხსნი რატომ უზღუდავ ქცევას და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს სხვებს მათ მიერ გაღებულმა მსხვერპლმა. შარშან ასე ვიარეთ სკოლაში და მთელი წელი უსაფრთხოდ დავასრულეთ.
მე ვენდობი ჩემს გონიერ გოგოებს, მათ არაჩვეულებრივ კლასელებს, თანაკლასელების მშობლების და მასწავლებელების წინდახედულობას.
რამდენად უსაფრთხო აღმოჩნდება ეს წელი ამას დრო გვიჩვენებს.
გოგოების სკოლებში ყველა მასწავლებელი და მომსახურე პერსონალი, უკლებლივ, აცრილია.”
კომენტარები