ზაზა ხურციძე:
“ბევრი ადამიანი მწერს, ვოლზეც, პირადშიც, სადაც ნაცები დგანან შენ როგორ მიხვედიო, და მე, რა თქმა უნდა, არ მივალო. გთხოვთ, ცოტათი ანალიზი გაუკეთოთ, არ არის ძნელად გასაგები. საქართველო არის ყველასი, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე რომ მიხვიდე ან საქართველოს ნაკრების თამაშზე (არ აქვს მნიშვნელობა სპორტის სახეობას), რა მნიშვნელობა აქვს ვინ ზის შენს გვერდით?! ახლა სწორედაც ჩვენი ათასწლოვანი მისწრაფება არის საფრთხის ქვეშ! და ერთად უნდა ვიდგეთ! ვის არ აწყობს ჩვენი ერთიანობა დღეს? ვის და საქართველოს მტერს! ესეც თუ არ გესმით, არ ვიცი კიდევ როგორ ავხსნა.”
კომენტარები