აბაშიძე – კარასინის სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ამბობს:
“დეტალები არ ვიცი, რადგან აქ ვიმყოფები. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესვრის სკოლებს, საავადმყოფოებს. აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში. ასე რომ ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება.”
შეგახსენებთ, სატელეფონო ჩანაწერი იუთუბ არხ “კიბერ კმარაზე” გუშინ გავრცელდა.
კომენტარები