ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ტვ პირველთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით, ეხმაურება და ამბობს, რომ კონკრეტულად ამ თემაზე პრეზიდენტთან არ უსაუბრია, თუმცა, კომუნიკაცია ხშირად აქვს.
მეუფე ნიკოლოზი:
“სალომე ზურაბიშვილთან მაქვს კომუნიკაცია, ბევრი საინტერესო აზრი აქვს ამ ადამიანს. მე პირადად სიმპატია მაქვს მის მიმართ, ეს ჩემი პიროვნული აზრია, მე ვცდილობ არ გავერიო პოლიტიკაში. რაც შეეხება შერიგებას, ერთადერთ შესწორებას შევიტანდი, შერიგება ვერ მოხერხდება, თუ ჩვენ საერთო შეფასებები არ გავაკეთეთ წარსულთან დაკავშირებით, იმისათვის რომ წარსულთან დაკავშირებით საერთო შეფასებები გავაკეთოთ, საერთო ღირებულებები და სისტემა უნდა გვქონდეს და ხანდახან ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, შერიგება უნდა დაიწყოს იმითი, რომ თუ ვერ შევთანხმდებით, ამ ქვეყანაში მშვიდობიანად თანარსებობის პრინციპებზე შევთანხმდეთ.”
კომენტარები