“შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელი, ვატო გელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მთელი 6 თვეა პუტინი ბუნკერშია ჩამძვრალი და ამ ხნის განმავლობაში მისი რეიტინგი ძან იყო დავარდნილი. ფაქტიურად მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე შეგუებული იყო, რომ პუტინი დამარცხებულია.
იქ რამოდენიმე გუბერნატორმა და მერმა საჯაროდ გააკრიტიკეს კიდეც. მოკლედ მოლოდინი იყო, რომ პუტინს შემცვლელი გამოუჩნდებოდა და მმართველობის სისტემა ოდნავ მაინც შეიცვლებოდა.
მას მერე რაც რეფერენდუმი ჩატარდა და პუტინმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა ( ტრადიციული ხერხით ანუ გაყალბებით) 1 კვირაც არ იყო გასული, რომ ამ გუბერნატორების, კრიტიკოსების და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების რეპრესიები გაორმაგებული ძალით დაიწყო.
“ეხლა შემიყვარდა საბჭოთა კავშირიო” . (აღნიშნა ერთ-ერთმა ექსპერტმა გადაცემაში)
ზოგს იმდენი წლის წინ ჩადენილი დანაშაულს აბრალებს, რომ დაინაგარიშეს მეოთხე მეხუთე კლასის მოსწავლეები იქნებოდნენ მაგ დროს.
მოკლედ არავის ვაშინებ მაგრამ…. ბევრით კი არ განსხვავდება ეს ბიძინა პუტინისგან? (მმართველობის სტილს ვგულისხმობ).
ხოდა რომ ამოძვრება იმ სოროდან არჩევნების მერე… არამგონია კაი დღე დაგაყაროთ
არ ვიცი ვის რა გარემოება გაძლევთ იმის თქმის საშუალებას რომ ბიძინა და მისი “პიონერების პარტია ” დამარცხებულები არიანო?
მე ჯერ მასე წელშიგამართულად და თამამად მაგას ვერ ვიტყოდი. იქნებ ჩვენ დაგვანახოთ ეგ გამარჯვება.”
კომენტარები