„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გია ვოლსკის მიერ გიორგი ვაშაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, ცეკას ყოფილი ინსტრუქტორის მიერ ვაშაძეზე ამგვარი ლექსიკით საუბარი სამარცხვინოა. მანჯგალაძის თქმით გიორგი ვაშაძის მიერ შემუშავებული რეფორმა მსოფლიოში კვლავ ლიდერ პოზიციებს იკავებს
„სირცხვილია ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი როცა ახალი თაობის გამორჩეულ ლიდერზე გიორგი ვაშაძეზე ამ ლექსიკით საუბრობს.
ბევრს სადღეგრძელო ეგონა ვაშაძე რომ იუსტიციის სახლებზე საუბრობდა თუმცა ეს პროექტი მსოფლიოში ჯერაც ნომერ პირველია. სწორედ ასეთი ნომერ პირველი იქნება ის რეფორმები რაც აღმშენებლობის სტრატეგიით განხორციელდება, რითაც დავამარცხებთ სიღარიბეს, კრიმინალს და იმ არაფრის კეთებას რაც ქვეყანაშია.
რაც შეეხება სადღეგრძელოს დარწმუნებული ვარ გიორგი ვაშაძეს სადღეგრძელოშიც ვერ შეეჯიბრება ბევრი ქართული ოცნებიდან.
დამსხვრეული ოცნებების პარტია გაკოტრებულია, არ არსებობს არცერთი მიზეზი მათთვის ხმის მიცემის თუნდაც ერთი გაკეთებული საქმე რაზეც ააწყობსნენ საარჩევნო კამპანიას და გადასულნი არია სხვების ლანძღვაზე და ასე ეპოტინებიან ძალაუფლებას.
“ქართული ოცნება” დასრულებულია ვოლსკი, კიდევ უფრო დიდი ხნის დასრულებული“ – პაატა მანჯგალაძე
კომენტარები