ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:
“ადამიანები არიან დაპროგრამებულები. არანაირი თვითშემოქმედება არაა. იმდენი ვიშაყირეთ ამ “თბილისი იყო ურთიერთობაზე” რომ ბოლოს დაბეჩავებული ხალხის ქვეყანა მივიღეთ. შეშინებული ადამიანების. გაუბედავების. ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია, ზოგს პრივილეგიების, ზოგს უბრალოდ ძალა არ აქვს. ჰოდა, ასეთი ხალხი ვერაფერს ვერ შეცვლის. ვერც ცუდ დღეს შეცვლის კარგით. ვერც ცუდ მთავრობას – კარგი მთავრობით. ვერც ამ ქვეყნის მომავალს.
რკინიგზის სადგურში,
Biblusi • ბიბლუსის მაღაზიაში, 15 წუთია ვეხვეწები 5 კონსულტანტს, მომყიდონ ბროში უკრაინის დროშის სიმბოლიკით (შტრიხოკდს ვერ პოულობენ). ბოლოს ტირილი დავიწყე ლამის. ბავშვისთვის მინდა, რომელსაც შევპირდი და უნდა ავახტე 5 წუთში მატარებელს მეთქი, ასე არ მომექცეთ მეთქი. მიყურებენ სრულიად გაგრილებული სახეებით. ერთი ცალი პლასტმასის უკრაინული ბროშის გამო (რომლის ფულს ვტოვებდი, ცხადია) დრამა დავდგი და მათი გულები ვერ შევატოკე. სისტემაში ვერ შევიყვანთო.
ფასი არ ვიცითო ზუსტადო. ზედმეტს გადავიხდი მეთქი და არაო.
მოკლედ ვწუხვარ ქალბატონო, ვერ მოგცემთო.
რაღაცნაირად არსებობს სიტუაციები, რომელიც ყველანაირ ზედნადებზე მაღლაა.
არსებობს სასოწარკვეთილი მომხმარებელი.
ჩეპე.
ომი.
უკრაინა.
სოლიდარობა.
და ეს ყველაფერი რაღაც ჩეკების პროგრამაში შეყვანაზე მაღლა დგას.
და არ შეიძლება უფროსს ეკითხებოდე ყველაფერს.
ძალიან სევდიანია რომ მთელ მაღაზიაში, 5 ახალგაზრდიდან ერთი არ აღმოჩნდა ვინც რაიმე გამოსავალს შემომთავაზებდა.”
კომენტარები