მთავარი“ არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ მონოლოგი სიგარეტის მოწევით დაიწყო.
„იმიტომ არა, რომ მინდა დამაჯარიმონ. არც იმიტომ, რომ კორონა ვირუსის გამო ვნერვიულობ. საერთოდ არ ვნერვიულობ. იმიტომ არა, რომ საშიში არ არის. ვეწევი იმიტომ, რომ უბრალოდ, დემონსტრაცია მოვახდინო, რა არ ვარგა. არ ვარგა მოწევა ზოგადად. მათ შორის, სასუნთქი სისტემისთვის, რომელსაც კორონა ვირუსი აზიანებს და რაც მთავარია, სიგარეტი 15 ლარი ხდება და ეჭვი მაქვს, რომ ისევ მოდაში შემოვა „ბიჩოკების“ ერთმანეთისთვის გადაწოდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ, იმიტომ, რომ ჰაერწვეთოვანი გზით, რაც გადადის, ნებისმიერ ჰაერწვეთოვან სითხეს ეხება, ნებისმიერი ფორმით, თქვენს ორგანიზმში მოხვედრილს სხვისას. არც იკოცნა ოთმაინცდამაინც. ცოტა ხანი თავი შეიკავეთ. გადაცემა სტუდენტებზე გამომდის. თუმცა, სხვებიც ეწევიან და კოცნაობენ,“
კომენტარები