წნორში მცხოვრები გულნაზი სომხიშვილის ოჯახი პოლიციას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.
ქალის თქმით, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ მისი ბიძა, რომელმაც, ორი დღის წინ ჯერ ოჯახის კუთვნილი ავტომობილი დააზიანა, შემდეგ კი სახლი დაუწვა. კაცი პოლიციელებმა გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
“პოლიციასაც აქვს ჩანაწერი, სადაც ლაპარაკობს ბიძაჩემი, რომ მაგან დამიწვა სახლი, მაგრამ არ აკავებენ, ვითხოვ ამინაზღაურდეს ეს ზარალი”, – აცხადებს დაზარალებული.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
კომენტარები