ბესო სოლომონაშვილი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს რადიო თავისუფლების სიუჟეტს და წერს:
“ბიძია ირაკლებო, ამას ებრძვით? ეს არის “სატნური” ჩაცმული? ამათ ემუქრებით ინკვიზიაციით? ამათზე გამოაცხადეთ ალქაჯებზე ნადირობა? ამათზეეე ბიჭოოო?… ხვდებით ვის ელაპარაკებით? -არა, ვერ ხვდებით, ამას როგორ აყენებთ შეურაცხყოფას, რომ ვინმემ აიყოლა… ისე მაგარი გადარჩენილი კი არიან სპეცრაზმელები და ალტ-ინფო თავყბის დალეწვას… აი, სპორტსმენები რო ხართ მანდ დეპუტატები, ამაზე ამბობთ რაღაცეებს? კაცები არ ხართ ბიჭო? მამები არ ხართ? სხვათაშორის ესეც შვილია, ამასაც ჰყავს და-ძმა და მშობლები… განსხვავებას ვერ გრძნობთ? თუ გრძნობთ და რო გრცხვენიათ, მაგან გაგაცოფათ…. კაცები ვართ ბიჭო, ჩვენი შვილები არიან და ისე მოვიქცეთ შვილებმა იამაყონ ჩვენით, ცოტათი მაინც, კი ნუ “ეკაჩავებით” თქვენი შვილების მეგობრებს, ჰკითხეთ რატომ ფიქრობენ ასე თქვენზე…. ბევრნი არიან ესენი, ძალიან ბევრნი და კიდე ამათი მშობლებიც ცოცხლები ვართ სხვათაშორის… გამოიჩინეთ გამჭრიახობა!!!! ერთხელ მაინც გამოიჩინეთ კეთილ გონიერება…. მართლა სულ ჭაობში ხო არ ხართ ჩაძირული?
P.S. ნეტა ის სპეც რაზმელი რას ფიქრობს ეხლა, ჭავლს რომ უმიზნებდა და ცდილობდა წაექცია… მაგრამ იქნებ ისიც ეთამაშებოდა… საყვარელი… იმდენი იმას გაუხმა ცხვირი… თუ სერიოზულად სულაც არ მეხუმრება.”
კომენტარები