პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეისბუქზე წერს:
“მცირე განმარტება, თუ რატომ დააზიანა კობახიძის და სხვების განცხადებებმა ბიძინა ივანიშვილი:
ბიძინა ამ დავაში არის მართალი და ადრე თუ გვიან თავის ფულს დაიბრუნებდა, ჩვეულებრივი კომერციული დავის ფარგლებში. ეს სასამართლომაც დაადასტურა.
ერთადერთი შანსი, ეს რომ არ მოხდეს, არის საკითხის პოლიტიზირება და მთელი დასავლეთის გადაკიდება.
ჰოდა კობახიძემ ფაქტიურად თქვა, რომ ბიძინა ისეთი ნაძირალაა, რომ დასავლეთს და არა ბანკს ეუნება – თუ გადარიცხვებზე პრობლემები გაგრძელდა, მზად არის რუსეთს მიყიდოს საქართველო და ჩვენ ამაში დავეხმარებითო…”
კომენტარები