სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი:
3 თვე გავიდა 16 ივლისიდან. 3 თვის განმავლობაში ყოველდღე მხოლოდ იმ დღეზე ვფიქრობ, როცა მამა ციხიდან გამოვა, მაგრად ჩავეხუტებით მე, ნიკა, პეტრე და თეა, ზუსტად ისე , როგორც 30 ივლისს, რუსთავის ციხეში რომ შევხვდით მამას, ერთად გავიხსენებთ ამ ჯოჯოხეთურ დღეებს და ცხოვრებას თავიდან დავიწყებთ. მჯერა, ამდენი ტანჯვის მერე ღმერთის წყალობით აუცილებლად ვიქნებით ბედნიერები ისე, როგორც არასდროს და დამნაშავეები დაისჯებიან!
რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ივანიშვილმა გამიზნულად, ძალის დემონსტრირებისა და ხალხში შიშის გამძაფრების მიზნით, 10 წლისა და 4 წლის ბავშვების თვალწინ დააკავა მამაჩემი და ჩემი ძმა, ნიკა, რომლებსაც შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ სუსის თანამშრომლები, მათ შორის იყო გენინსპექციის უფროსის მოადგილე ნაძირალა გიორგი ღამბაშიძე, რომელმაც იძალადა დედაჩემზეც.
რუსული ოცნების მიზანი არ ყოფილა მამაჩემის დაკავება რაიმე რეალური ბრალდების გამო კანონის შესაბამისად, მათი მიზანი იყო სოსო გოგაშვილის, მისი შვილებისა და მეუღლის გამწარება და საბოლოოდ ჩვენი მოკვლა, რასაც ისიც ამტკიცებს, რომ მიუხედავად მამას დაკავებისა, 3 თვის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიან: დაგვიყადაღეს სახლები, წაგვართვეს ავტომანქანები, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს ნათესავებსა და მეგობრებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ამტკიცებს შეძენილი მანქანებისა თუ სახლების კანონიერებას.
არ გვაძლევენ მამას ნახვის ან ტელეფონზე გასაუბრების უფლებას, გვისმენენ, გვითვალთვალებენ, გამიზნულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მამაჩემს ჰყავდა 15 მანქანა და თითქოს გვაქვს 15 მილიონი, რაშიც იყენებენ სამთავრობო ტელეკომპანიებს (იმედი, postv, რუსთავი2 და ა.შ), კონკრეტულად გაქოცებულ ,,ჟურნალისტებს”, აგენტებსა და ტროლებს, რომლებიც აქტიურად გვაბულინგებენ, სიკვდილს გვისურვებენ მთელს ოჯახს და მეორე დღეს ეკლესიაში მიდიან სანთლის დასანთებად.
დედაჩემმა გამომძიებელთან კომუნიკაციის დროს ნერვიულობის შედეგად დაკარგა გონება, მიიღო ტვინის შერყევა და დღემდე მკურნალობის პროცესშია. ჩვენს გარშემო ხალხი შეშინებულია, შორიდან გვითვლიან, რომ ეშინიათ სამსახურის დაკარგვისა და პრობლემების შექმნის, ამიტომ ვერ მოდიან ჩვენს სახლში. მამაჩემი ცრუ ბრალდებების გამო არის ციხეში, აბრალებენ იმას, რაც მას არ ჩაუდენია!
ჩვენ დღეს არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, დღეს ადამიანები აქ აზრს თავისუფლად ვერ გამოხატავენ, აქ ხალხს ეშინია ბინძური სისტემის. დღეს სახელმწიფო გიცავს მხოლოდ მაშინ, თუ ქოცი ხარ და თუ არ ხარ და თუ უსამართლობას შეეწინააღმდეგები, გაგანადგურებს და გაგწირავს ბოლომდე. გგონიათ ბიძინა სამუდამოდ იქნება არაფორმალური მმართველი? და როცა აღარ იქნება, როცა რუსული ოცნება პუტინთან ერთად განადგურდება, ის ხალხი, ვინც ახლა ბიძინას ფულზე ხართ გაყიდულები, ჩვენთვის ნაცნობი ,,ადამიანებიდან” დაწყებული, უცნობებით დამთავრებული, რას აპირებთ მერე? ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები და ფაქტები რჩება
ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, ღამბაშიძე და ა.შ – ნაძირლებო, ბავშვებს რას ერჩოდით, როგორ არ შეგეცოდათ პატარა ბავშვები! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 10 წლის პეტრეს გამწარების გამო ღმერთი არ გაპატიებთ თქვენ 16 ივლისს. როგორც პეტრე არ დაინდეთ და გაწირეთ, ისე დაგიბრუნდებათ უკან აუცილებლად! თქვენ გგონიათ მარტო თქვენ გიყვართ თქვენი შვილები? თქვენ გგონიათ ღმერთი გაპატიებთ სხვისი შვილების გამწარებას? ხშირად შეახსენეთ ხოლმე თქვენს თავს ეს – ,,ბიძინა ღმერთთან ვერ დაგილაგებთ ! “
კომენტარები