სამოქალაქო აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს რუსთაველის თეატრის წინ „ვარსკვლავი გაუხსნეს“. ამ პერფორმანსით მათ ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცეს.
„ვარსკვლავს“ ივანიშვილის სახელი-გვარი და მისი ხელისუფლებაში მოსვლის თარიღი აწერია, რომელიც უსასრულობის ნიშნით გრძელდება.
გარდა ამისა, წერია 20/30-იანელების სლოგანი: „ივერიამ საკმარისად იძინა, საქართველოს გააღვიძებს ბიძინა“.
კომენტარები