ეს თანხები გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და Covid19-თან ბრძოლაში – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას.
პრემიერის თქმით, ამჟამად ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე – ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
„ქართუ და ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეწევა ქველმოქმედებას. ეს ამის კიდევ ერთი დასტურია. ეს არის ჩვენთვის უნიკალური დაზღვევა. სადაც ქვეყანას უჭირს, ის გვეხმარება.
დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში“
კომენტარები