ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია:
– ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ქართული საზოგადოებისთვის შეთავაზებულ მორიგ სიურპრიზზე მინდა ვთქვა, უფრო სწორად კიდევ ერთ ე.წ. ტრიუკზე, რომლითაც ივანიშვილმა კიდევ ერთხელ სცადა ძალის დემონსტრირება… მან თავის ზებრებს, შეცვლილი სათაურით პარლამენტში ისევ შემოატანინა კანონი უცხოქვეყნის აგენტების შესახებ!!! ყველაფერი დღესავით ნათელია. ივანიშვილი არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, აშკარად ეწინააღმდეგება ჩვენს საბოლოო მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებისას და მზადაა აღასრულოს რუსეთის ნებისმიერი ბრძანება თუ დავალება!!! ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა, დანებდება თუ არა იგი რუსი ნამესტნიკის სურვილებს, თუ დაიცავს საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს?!…
–ბატონო კახა, ესენი ნამეტანი თავს არიან გასულები. ,,ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატებსაც ვერ ეშვება. მაჟორიტრებს „ხალხის დელეგატები“ უნდა დაარქვან და ისევ კონკრეტულ რეგიონებზე უნდა მიაბან კონკრეტული დელეგატები, სახეშეცვლილი მაჟორიტარები. გამოდის, მაინც რაღაც ფორმით ატარებენ მაჟორიტარულ არჩევნებს. ერთია, რომ რაკიღა ამაზე წავიდნენ, ძალიან უჭირთ და მეორეც, უკაცრავად და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ კონსტიტუცია, სადაც თავად ჩაწერეს, რომ 2024 წლიდან ყველა არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება... ნამეტანი არიან თავს გასულები.
– ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამაში კი მას დახმარებას რუსეთი გაუწევს!!! რუსული სპეცსამსახურები თავიანთ განშტოებებთან ერთად, უკვე მზად არიან საქართველოში არჩევნების გასაყალბებლად, ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის წასართმევად. ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი ამისთვის გულმოდგინედ ემზადებიან. ამიტომ, მე მათგან აღარაფერი მიკვირს, რა მნიშვნელობა აქვს, დელეგატს დაარქმევენ ვინმეს თუ მაჟორიტარს?!… ივანიშვილი ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. უფრო სწორედ, რუსეთი ცდილობს ბიძინა ივანიშვილი დატოვოს ხელისუფლებაში, საკუთარი მონა და მორჩილი ხელისუფლება, რომელსაც არც შარლ მიშელის, არც სხვა შეთანხმებები არ აინტერესებს, რადგან ევროინტეგრაციის კატეროგიული წინააღმდეგია. ერთ რამეში კი, ულაპარაკოდ გეთანხმებით. ამათ აშკარად ცუდად აქვთ საქმე, იმ 30 მაჟორიტარული მანდატის გარეშე, რომელიც ადრე გარანტირებული ჰქონდათ, ძალიან უჭირთ. ხედავენ, იმ მანდატების გარეშე არჩენებს ვერ მოიგებენ და ახლა ცდილობენ, რაღაც შემოვლითი გზით, მაჟორიტარისთვის დელეგატის დარქმევით, ისევ მოიპოვონ ხსენებული მანდატები. ამას წინათ, შალვა პაპუაშვილმა ასეთი რაღაც თქვა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლასთან დაკავშირებით– ამ გამარჯვების ფუნდამენტს წლების მანძილზე აშენებდნენ ლევან კობიაშვილი და მიშა ყაველაშვილიო. ახლა, ვიდრე „ქოცები“ და ბიძინას ზებრები იტყვიან, ნიკა კვეკვესკირს არ გაუტანია საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების მომტანი პენალტი და ის ივანიშვილმა გაიტანა, რადგან ბიძინა ყველგან შრიალებს, მათ შორის კვეკვესკირში და ის გოლი ბიძინამ გაიტანაო, მანამდე ის ენერგია, რომელიც გამოვლინდა მატჩის დროს ფეხბურთელებსა და ქომაგებში, უნდა გადაკონვერტირდეს იმაში, რომ მობილიზაცია გამოცხადდეს მთელ საქართველოში ერთდერთი მიზნის მისაღწევად –გავუშვათ რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე!!! ეს არის მთავარი და ამაში გადამწყვეტი როლი ახალგაზრდობამ უნდა ითამაშოს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებასთან ერთად. ისე, ამათგან არც ის გამიკვირდება, რომ თქვან, ილია თოფურიამ კი არა, ბიძინამ სცემა ალექსანდრ ვოლკანოვსკიო… ბიძინა ხომ ილია თოფურიაშიც შრიალებს, ის ყველგან შრიალებს–ბალახშიც, ხეშიც, ფოთოლშიც..
–ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წელს, 150 დეპუტატიდან, 18 დეპუტატს ხმა საერთოდ არ მოუღია პარლამენტში. არათუ სიტყვით არ გამოსულან, ერთი რეპლიკაც კი არ წამოსცდენიათ. როდემდე უნდა ვინახოთ ამდენი უსაქმური პარლამენტარი?
–ეგ მე არ მიკვირს, რადგან პარლამენტში ზუსტად ეგეთი დეპუტატები გვყავს სამეგრელოდან წარმოდგენილი, ედიშერ თოლორაია და მერაბ ქვარაია. თოლორაია ხმას საერთოდ არ იღებს, ქვარაია ზოგჯერ იტყვის ხოლმე რაიმეს, მაგრამ რად გინდა, ჭკვიანური ინიციატივა მისგან არაფერი გამიგია. ძირითადად კლასიკოსებს ციტირებს, შექსპირს, გოეთეს, რუსთაველს და იმასაც შეცდომით. მე მათ ადრე შევარქვი„მწვანე ღილაკების დეპუტატები“. მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერის, ხმის მიცემის მეტი არაფერი იციან და სხვა არც არაფერი შეუძლიათ და არც მოეთხოვებათ! ვიდრე ასეთი დეპუტატები იქნებიან პარლამენტში, მანამდე საშველი არ დაადგება ჩვენს ქვეყანას. პარლამენტი უნდა იყოს ცოცხალი ორგანიზმი, უნდა იღებდეს კანონებს, აწარმოებდეს პოლიტიკას და აკონტროლებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მკვდრებისა და მონების წარმოებული პოლიტიკა მე არ გამიგია. დღეს არც პარლამენტი არსებობს, არც მისი თავმჯდომარე, არც მთავრობა, არც პრემიერ–მინისტრი. არსებობს ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველგან შრიალებს. უნდა დამთავრდეს ბიძინა ივანიშვილის შრიალი და „გულავი“, ეს არის მთავარი მიზანი. ამ უსაქმური დეპუტატების შენახვა უზარმაზარი თანხა უჯდება ბიუჯეტს, მაგრამ მარტო ეს არ არის. მულტიმილიონერები გახდნენ, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, სახელმწიფო ქონების ჩალის ფასად მიტაცებით, სხვა და სხვა მაქინაციებით. ყველაფრის უფლება აქვთ, მთავრია ბიძინას არ აწყენონონ და რუსეთის ინტერესები გაატარონ საქართველოში. თუმცა, ყველაფერი წარმავალია და მოვა დრო, როცა თავიანთ ნამოქმედარზე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება და მათ შორის, რუსეთის მიმართ კოლაბორაციონისტულ დამოკიდებულებაზე.
–ბრიტანულმა გამოცემა „დეილი მეილიმ“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში იმყოფება. სტატიაში ნათქვამია, მისი ბრაზილიაში ყოფნის რეალური მიზეზი–“ მამამისისთვის გაქცვის გზის მომზადებაა…“ და აგრეთვე, „თუ მამის ქონებას სანქციები დაემუქრება, ქონების ბრაზილიაში გადატანისთვის შესაბამისი პირობები შექმნა…“. მოგეხსენებათ, ბრაზილია არ არის მიერთებული ინტერპოლს–საერთაშორისო პოლიციას, არც უამრავ ისეთ სანქციას, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი და ამერიკა სხვა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს სხვა და სხვა ქვეყნებში ქონებას უყადაღებენ. შესაბამისად, ბრაზილია არც ინტერპოლით ძებნილთა ექსტრადირებას ახდენს კონკრეტულ ქვეყნებში. მოკლედ, ბრაზილია პოლიციისა და სანქციებისგან თავის ასარიდებლად სამოთხეა. მართლა ასეა საქმე, რომ ივანიშვილს არჩევნების წაგების რეალური შიში აქვს და ბრაზილიაში გასაქცევად ემზადება?
–მე ცოტა უტრირებული მგონია ეს ინფორმაცია. რუსეთი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ასე იოლად არ დათმობენ საქართველოში ხელისუფლებას. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი რომ წინასწარ დაიბევებს უსაფრთხოებას, მისი ქონების ხელშეუხებლობას, ამაში გასაკვირი არაფერია. ივანიშვილის მთავარი მიზანია, იყოს ხელისუფლებაში, შეინარჩუნოს და გაზარდოს თავისი ქონება. ის ყველაფერს გააკეთებს ამისთვის.
–კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო, ეგ ვარიანტია.
–კი, რა თქმა უნდა, ეგრე ჩანს. თუმცა, არ უნდა შევქმნათ ისეთი განწყობები, ოპოზიცია და საზოგადოება იმის იმედად არ უნდა დარჩეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი უკვე დამარცხებულია და ბრაზილიაში გარბის… უნდა მოხდეს მთელი ეროვნული ენერგიის მობილიზაცია, რუსეთის„ნამესტნიკის“, ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში დასამარცხებლად. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს.ივანიშვილი ეცდება ყველა გზით და საშუალებით ხელისუფლების შენარჩუნებას და თუ ვერ შეინარჩუნა, ბრაზილიაში კი არა, ჩრდილოეთ პოლუსზეც გაიქცევა თავის გადასარჩენად. ჩემი აზრით, პირველ რიგში ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ივანიშვილს, მისთვის შეურაცხყოფის გაგრძელების უფლება. საკმარისია, რა შეურაცხყოფაც მიაყენა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.
კომენტარები