“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“2013 წლის 8 თებერვლიდან, საჯარო ბიბლიოთეკასთან ქართული ოცნების მიერ, ხელოვნურად შექმნილი “ბრაზიანი პოლიტპატიმრების” ცირკიდან ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დემოკრატიის ჯერ კიდევ ძალიან სუსტი ჩანასახის გასანადგურებლად მოვიდა (დემოკრატიული გზით – და ეს პარადოქსი არაა).
ნაციონალური მოძრაობის დროს პრობლემა ინსტიტუციონალიზებული, იერარქიული ძალადობა იყო.
ივანიშვილი არა ინსტიტუციონალიზებული ძალადობის, როგორც ასეთის, ან ზოგადად ძალადობის აღსაკვეთად, არამედ ინსტიტუტების, დემოკრატიის გასანადგურებლად მოვიდა.
ის რეაქციული ძალაა.
მან ძალადობასთან ბრძოლა კი არ დაიწყო. ძალადობის დეინსტიტუციონალიზაცია მოახდინა და ძალადობის უფლება არაფორმალურ ძალებს: ე.წ. პოლიტპატიმრებს, მოჭიდავეებს, სასულიერო პირებს, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიანიჭა და მათ ძალადობას დააყრდნო
საკუთარი ძალაუფლება.
როცა ხელისუფლება არა ინსტიტუტებზე (თუნდაც ძალიან ნაკლოვანზე), არამედ კრიმინალებზე დგას, კრიმინალების წონა განუზომლად იზრდება, კანონმორჩილი მოქალაქეების წონის ხარჯზე.
რეჟიმის ძალაუფლების წყაროს როცა წარმოადგენ, წონა გეზრდება – ბუნებრივად.
კრიმინალის და მოძალადეების გაზრდილი წონა პირველ რიგში კანონმორჩილ მოქალაქეს აზიანებს და ამ მოქალაქეს პოლიტიკური მრწამსით არ არჩევს (ქეთი დოლიძის შვილიშვილს შეგახსენებთ).
ამ შავბნელ სურათში ძალიან კანონზომიერად ჯდება ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე მოძალადეების გათავისუფლება.
ბიძინა ივანიშვილი კრიმინალებთან და მოძალადეებთან ვალშია.”
კომენტარები