ტვ პირველის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მიგზავნილი ადამიანი მასთან 2018 წელს მივიდა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.
„კურიერის“ პერიოდი იყო, 2018 წელი. მაშინ იყო ცნობილი რეპორტაჟების სერია “სახლები“, რომელსაც მოყვა უდიდესი ვნებათაღელვა. ბიძინა ივანიშვილის სახელით პირადად ჩემთან იყო მოსული ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ თუ შენი მიზანი არის, რომ ქვეყანა კორუფციის ჭაობში არ ჩაეფლოს, ამაზე ბატონი ბიძინაც უკიდურესად დარდობს და ბრაზდება, როდესაც იგებს, რომ მისი გუნდის წარმომადგენლები ხელმრუდობენ, იპარავენ, ხალხის ფულს, ამიტომ მოდი, ახლა მე მოგცემ ბიძინა ივანიშვილის ტელეფონის ნომერს და მსგავს ამბავს რომ გაიგებ, უთხარი ბიძინას და ის ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენსო. რად გინდა ეთერში რომ ჰყვები, ხომ ხედავ ამაზე რეაგირებას მაინც არ ახდენენ“.
კომენტარები