“ენმ”-ის წევრი, გიორგი კაპანაძე, რომელიც ამ წუთებში რუსთავში, ციხესთან გამართულ აქციაზე ამბობს:
“სადღეგრძელოებიდან უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე, რომელიც აუცილებელია მოშიმშილე პრეზიდენტის გადასარჩენად. პუტინის რეჟიმსაც კი გადაჰყავს მოშიმშილე პატიმრები კლინკებში შესამოწმებლად, რა დაემართა ქართულ ოცნებას, როგორი არაადამიანური გახდა.
ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ბიძინა მიიღე ეს გადაწყვეტილება, ეს შეგეხება შენ, ეს შეეხება ქართულ ოცნებას, ეს შეეხება თითოეულ ჩვენთაგანს, იმიტომ რომ მიშა არის კრიტიკულ მდგომარეობაში. მიიღე საწრაფო გადაწვეტილება, სხვა შემთხვევაში, ხალხი გაიძულებთ ამ გადაწყვეტილების მიღებას.”
კომენტარები