ლევან ჯავახიშვილი, ალია
„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის“ დამფუძნებელი, გია კორკოტაშვილი.
– ბატონო გია, რამდენი ხანია ევროკავშირი წვალობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის იმ ნაწილის შერიგებას, ვინც მანდატები მოიპოვეს საპარლამენტო არჩევნებში. უკვე ორჯერ იყო თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, რომ მათ შორის კონსესუსისთვის მიეღწია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. რეალურად, რა უნდა ხელისუფლებას და რა უნდა ოპოზიციას?
– ინტერვიუს რომ არ გაძლევდეთ, კი გეტყოდით, რა უნდათ… მე ასეთი აზრი მაქვს. „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, ამ ჯიუტმა ბიძინამ ყველაფერი გააკეთა, რომ მაინც და მაინც „ნაციონალებში“ ეძებდა თავის დასაყრდენ ფიგურებს და მაგარ მენეჯერებს ეძახდა იმ ხალხს, ვინც ხალხს 9 წლის მანძილზე სულს ხდიდა და აწამებდა. ბიძინას ძალიან ჭკვიანი კი ჰგონია თავი, დიდი მატერიალური შესაძლებლობებიც აქვს, მაგრამ ეგრე არ არის. რატომ ჰგონია, რომ ყველაზე ჭკვიანია? უარი თქვა ჩვენს გამოცდილებაზე, იმ ადამიანებზე, ვინც „ნაცებთან“ ომში გავატარეთ წლები, სასწორზე დავდეთ საკუთარი და ოჯახი წევრების ჯანმრთელობა, თავისუფლება და სიცოცხლე. ყველა, ვინც „ნაცებს“ ებრძოდა, გაინაპირა. იმის ნაცვლად, რომ დაემთავრებინა „ნაცები“, რეჟიმი გაესამართლებინა და იმ სისხლიანი რეჟიმის დამნაშავე ლიდერები და მათი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები ციხეში ჩაესვა, საბაჟოებიდან მოაბრუნა გაქცეული კრიმინალები, ზოგი უკვე გაქცეულიც იყო უცხოეთში, რადგან იცოდნენ, რომ მძიმე დანაშაულებები ჰქონდათ ჩადენილი და დაიჭერდნენ. უყურა ამ ხალხმა და დაინახა, მათნაირები და მათზე უარესები, უფრო მძიმე დანაშაულებები ვისაც ჰქონდა ჩადენილი, იმათ ხელი არ ახლეს, ზოგი კი, პირიქით, თავიანთ პოსტებზე დატოვეს და დააწინაურეს კიდეც. ადგნენ ესენიც და დაბრუნდნენ საქართველოში და ახლა ესეთი ხალხი იბრძვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და ბევრი მათგანი, პარლამენტშიც იჯდა და დღესაც უდევთ ჯიბეში დეპუტატის მანდატი. არ მინდა ბოროტად შევხედო ყველაფერს. რა ვიცი, ეტყობა ბიძინას უნდოდა, ტკბილი სიტყვით მოებრუნებინა ეს „ნაცები“, თან დასავლეთისთვისაც ეჩვენებინა, ესიამოვნებინა, რომ „ნაცები“ დატოვა პოლიტიკაში. ამით რა დახლიც დაუდგა, კი ხედავთ. არ არის თემა, არ არის საკითხი, სადაც „ნაცებს“ მიჩმორებული არ ჰყავთ „ოცნება“. ყველა თემაზე „ნაცები“ იწყებენ შეტევას, „ოცნების“ ხალხი უკანა თათებზე დგანან და ყველაფერზე თავს იმართლებენ. „იცით, რაშია საქმე?..“ – ასე იწყებენ ყველა გამოსვლას „ოცნების“ ლიდერები და ყველა საკითხში თავს იმართლებენ. კი, მაგრამ რა გაქვს ამათთან საბოდიშო, შე კაი დედმამიშვილო?! შენც ეტყობა მაგათი კლასტერისა ხარ და უბედურება მაგაშია ზუსტად. მოლაპარაკება „ოცნებასა“ და „ნაცებს“ შორის ვერასდროს შედგება და გეტყვით რატომაც. ხელისუფლების ხელშეწყობით მოსუქებულ ოპოზიციას აპეტიტი გაეხსნა, მადაზე მოვიდნენ, ნახეს, რომ ძირითადმა დასაყრდენმა ძალამ, ხალხმა უგანა ბიძინიეს პარტიას. უკვე ამაზრზენი ტიპები დარჩნენ ამ პარტიაში. ელემენტარულად, შეიძლება გული აგერიოს მაგათ საქციელზე. მაგათ არც მეგობრობა იციან და არც არაფერი. ამ „ნაციონალებმა“ უფრო იციან, ერთმანეთის გატანა, ვიდრე იმათ.
– „ქოცებმა“ გადაჭამეს და საგარეო ვალში ჩაფლეს ქვეყანა. ქვეყანას როგორ ყვლეფენ, ეს დიდი ხანია, ფაქტებითა და დოკუმენტებით დასტურდება. ხალხი უკვე ძალიან გაღიზიანებულია ამათ უნამუსობაზე.
– ათი კაცი ჭამს ამ ქვეყანას, ეგენი თქვლეფენ ყველაფერს და ხალხი კარგად ხედავს ამას. გადახრეს ქვეყანა, ყელყელაობენ, ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. ხალხს ძაღლად აღარ აგდებენ და ჰგონიათ, შერჩებათ ყველაფერი. მაგათ და „ალიას“ მკითხველს შევახსენებ, მუამარ კადაფის. კადაფიზე დიდი ფული, ამ მღრღნელებსა და ღორებს არ აქვთ, არც კადაფისნაირი დამსახურება აქვთ საკუთარი ხალხის წინაშე და მიუბრუნდა ეს ხალხი და რა გაუკეთეს კადაფის, კარგად გაიხსენონ. ალექსანდრე მაკედონელმა დაიბარა სიკვდილის წინ, რომ გამასვენებთ, ორივე ხელი განსასვენებლიდან გადმომიყავით, რომ ხალხმა დაინახოს, იმ ქვეყნად არაფერი მიმაქვსო. ამათ რისი წაღება უნდათ იმ ქვეყნად? ერთი ცოტა გაფრენა უნდა ამ ხალხს და რაც გააჩნიათ და არ გააჩნიათ, ამოუღებენ კუჭიდან, რა. არასწორად ცხოვრობენ და ეს მომენტი დაინახა პოლიტიკურად ოპოზიციამ და შანსი აქვთ, რაღაცა გამოღლიტონ „ოცნებას“. არიან ორივენი ამ უბედურებაში და ეს ხალხი უკვე გამოთაყვანებული უყურებს ამ ყველაფერს. არ ვიცი, რაა. უკვე გულის ამრევია ეს ცხოვრება.
– ხალხს ცოტა გაფრენა უნდაო, ამბობთ და ცხადია, იმას გულისხმობთ, რომ ხალხს მოთმინების ფიალა აევსო, ცოტაც და გამოენთებიან ამ ქვეყნის მჭამელებს და რაც ჭამეს, უკან დააბრუნებინებენ . გასაგებია,მაგრამ რატომ არ აფრენს ხალხი, რატომ ზის სახლში და რატომ უყურებს მშვიდათ ამათ ზღვარგადასულ თავხედობას? თუმცა, ეს ის სიტყვები არ არის, რომელიც ამ ღორების, ამ გაუმაძღარი ნაძირლების ქცევას ასახავს რეალურად.
– უკვე დაჩმორებული ჰყავთ უმეტესობა, შემოგევლე. ხალხი რით ცხოვრობს, მე გეტყვით ახლა. არიქა, ახლა არჩევნები დანიშნეთ, არჩევნების იმედად, არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ, ეს უბედურები. როგორ მწყდება გული. საქართველო ეს არის? სულ ეს არის და მეტი არაფერი? მე არც ჯანი დამიზოგავს ამ ქვეყნისთვის, არც თავგანწირვა. ჩემი ოჯახის წევრები მუდმივად დარტყმის ქვეშ იყვნენ. ამ „ქართული ოცნების“ მოყვანაში მე, ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს დიდი წვლილი მიგვიძღვის. გგონია, ეს ვინმემ დაგვიფასა? ვინმემ რამედ ჩაგვაგდო? და რას ვითხოვდით იმისთანას? გვინდოდა, იმის საშუალება მოეცათ, ეს დაწყებული და 2012 წელს მოგებული ბრძოლა ბოლომდე ერთად მიგვეყვანა, დამნაშავენი დაგვესაჯა, ეს ქვეყანა აგვეშენებინა და ფეხზე დაგვეყენებინა. არა, ეს არ უნდოდათ, ამათ ქვეყანა მთლად გააუბედურეს, „ნაცებმა“ რაც დააკლეს, ამათ დაუმატეს. ეგენი მარტო ერთმანეთს აქცევენ ყურადღებას, მლოკველებს და „მევაზელინეებს“. ღმერთმა დამიფაროს, არ გავბოროტებულვარ. ხალხი რა დღეშია, ნახეთ, ლუკმა პური ენატრება ძალიან ბევრს. მე ის მაშინებს, რომ ყველაფერი მისულია სამოქალაქო დაპირისპირებამდე და არავინ დამთმობი არ არის. „ნაციონალებმა“ და იმ ოპოზიციამ იციან, რა ფარჩაკებთან აქვთ საქმე. ვერ ხედავთ, პოლიცია რა დღეშია? ყველას იჭერენ, დასაჭერია თუ არა და მაქარაშვილები და მაგის ხალხი შეუღრენენ და ეგრევე გარბიან. ისევ მე და ჩემს თანამებრძოლებდ გვიჭერენ, როდესაც ქუჩაში გამოვდივართ პროტესტის გამოსახატავად. გეი–პარადი უნდა ჩაეტარებინათ, დამიჭირეს და პოლიციაში მეუბნებიან, მოგარიდეთ არეულობასო. ამ პოლიციელებში ბევრი ვაჟკაცი კაცია, მაგრამ ბრძანებას ემორჩილებიან. ვერაფერს ეუბნებიან ამ მაქარაშვილებს, რადგან ბრძანება აქვთ და იმ ბრძანების გამცემს ეშინია, ამ ლიბერასტულმა არასამთავრობოებმა რაიმე ისეთი არ დაუწერონ, მერე დასავლეთმა არ მოსთხოვოს პასუხი. აი, ესეთ უბედურ დღეშია ჩემი ქვეყანა.
– ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშეო, თქვით და, „ქოცებისა“ და „ნაცების“ დაპირისპირებას გულისხმობთ თუ ხელისუფლებისა და ხალხის დაპირისპირებას?
– ხალხი უკვე ისეთი გადარეულია, რომ არ არსებობს, ეს ყველაფერი, ეს მარაზმი ლამაზი ფინალით დამთავრდეს. ეს ყველაფერი აწვება საქართველოს მოსახლეობას. მშიერ, მწყურვალს, რომელიც ხან პანდემიის შიშით გააჩერეს და ხან – რითი. რა ქნას ამ ხალხმა? დედას და მამას ბავშვი რომ ეტყვის, მშიაო და საჭმელი არა აქვთ რომ აჭამონ, იმათ რა ქნან? მამამ ამ ღორების თქვლეფას უყუროს? აიღებს იმ ორლულიან თოფს და დაახლის თავში პირდაპირ. ამოუვიდა ხალხს უკვე ყელში. რესურსი აღარ აქვს ქვეყანას, რომ იცხოვროს ხალხმა. სახლში გაზიდეს ყველაფერი. საერთოდ, როგორ ცხოვრობს ხალხი, რა ფოკუსებით, ვერ გავიგე. ალბათ, ეს ქართული ჯიგარია, ვიღაცა ვიღაცას უყოფს ლუკმას, ცოტა ფულს ასესხებს, თავი რომ გაიტანოს, ელემენტარული საჭმელი რომ იყიდოს ოჯახში და ბავშვი გამოკვებოს. ასე ხომ არ შეიძლება?! რა დემოგრაფიაზეა ლაპარაკი, რა სისულელეა! დედები ბავშვებს აჩენენ და რჩენის საშუალება რომ არ აქვთ, ურნაში აგდებენ. დედები ბავშვებს აჩენენ და ჰყიდიან. ადრე აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ხდებოდა ასეთი რაღაცები და რომ ვიგებდით ეგეთ ამბებს, დედებზე ვბრაზობდით, გული გვიკვდებოდა, თოთო ბავშვებს როგორ იმეტებენო. იმ გაუბედურებული ქვეყნების რიგში ვართ ახლა.
– ბატონო გია, შესაძლოა, ევროკავშირმა ფინანსური სანქციები დაგვიწესოს და ფულადი დახმარება შეგვიჩეროს. მიზეზი ისევ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეუთანხმებლობაა. ის ფულადი დახმარება თუ შეგვიჩერეს, ეს კატასტროფა იქნება „ქართული ოცნებისთვის“, შესაძლოა, ბიუჯეტის სეკვესტრი დასჭირდეთ, შესაძლოა, ხელფასები და პენსიები ვერ გასცენ, ჯანდაცვის პროექტები შეაჩერონ… საბოლოოდ კი, ყველაფერი ხალხის კისერზე გადაივლის.
– არ მინდა ახლა ცუდი რამის თქმა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სადღაც უნდა გატყდეს გასატეხი, რა. გამოსაშვები სისხლი უნდა გამოუშვას ამ ერმა.იმიტომ, რომ ეს შენახული დამპალი სისხლი ისევ დადის საქართველოს ორგანიზმში და ესეც წამლავს ჩვენს ერს. არ გამოუშვეს დამპალი სისხლი. არ უნდა აკრძალულიყო ეს ყველაფერი, რა. რომ მოდიხარ, რითი მოდიხარ, რატომ გგონია, რომ ჩემზე ჭკვიანი ან გამოცდილი ხარ? ბიძინა ხარ თუ ვინც გინდა, ის იყავი. ხომ ხედავ, საქართველო სადამდე მიიყვანე. ისინი, „ნაცები“ მაშინვე უნდა დაემთავრებინა და მერე სვე–ბედნიერად აეშენებინა ქართული ქვეყანა. არ დაამთავრა იმიტომ. რომ აწყობს ეს გათხვრილი და სისხლიანი „ნაცები“, მაგათი აშინებდა ხალხს ბიძინა, ისევ ეგენი დაბრუნდებიან, ჩვენ თუ არ აგვირჩიეთ, ჩვენ არ დაგვტოვეთ ხელისუფლებაშიო, თითქოს „ოცნებისა“ და „ნაცების“ მეტნი არავინ იყვნენ ამ ქვეყანაში. ბევრჯერ ჭამა ეს ხალხმა, მაგრამ ახლა მიხვდნენ. თუმცა, ჯერჯერობით, ხალხი ნიჰილიზმშია, აღარაფრის თავი არ აქვთ და არც სურვილი, რაიმეს გაკეთების. თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამოიღებს ეს ხალხი ხმას, ამოქმედდება და ბევრს ცუდად დაუმთავრდება ეს გრიალი და ქვეყნის გადაჭმა.
კომენტარები