ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს:
,,ის (პრეზიდენტი) გვევლინება რეფერენდუმის მედროშედ. ეს არჩევნები ხომ არ არის, რომ ჩვენ ვირჩევთ უბრალოდ ხელისუფლებას, ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ვექტორს – სად მიდის მიდის ეს ქვეყანა, მიდის დასავლეთისკენ თუ მიდის რუსეთისკენ. და აი ამ რეფერენდუმის კითხვასთან დაკავშირებით, ის არის ცენტრალური ფიგურა, ერთგვარი ორთქმავალი, რომელსაც ყველა პროდასავლური ძალა ჰყავს დღეს ფაქტობრივად ჩაბმული და ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში, არჩევნებზე რომ წავა, ის იმ განცდით კი არ მიდის, რომ ამ პარტიას ვირჩევ, თუ იმ პარტიას, ის იმ განცდით მიდის, რომ ირჩევს ევროპას და აქ სალომე ზურაბიშვილის როლი არის შეუცვლელი. აუცილებელია, რამდენიმე, ძალიან ხალხმრავალი აქციის ჩატარება ქვეყანაში ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ევროპისთვის. დიდ ქალაქებში გვჭირდება ევროპის მარში. ბიძინა სულელი ნამდვილად არ არის. ბევრი უცნაურობა ახასიათებს, მაგრამ სულელი ნამდვილად არ არის, თავისი აკვარიუმით რომ დაპროწიალობს ქალაქიდან ქალაქში. ამას აკეთებს იმისათვის, რომ შექმნას რაღაც ძალის ილუზია და ჩვენ რეალური ძალა ვაჩვენოთ რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამაში მიიღებს მონაწილეობას და ის გახდება ცენტრალური ფიგურა რეფერენდუმთან დაკავშირებით”
კომენტარები