ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი, აკია ბარბაქაძე, “ტვ პირველთან” საუბრობს ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაზე და ამბობს:
“თუ აქვს ოდნავი შუბლის ძარღვი შს მინისტრს და მაღალი თანამდებობის პირებს, ეს პასუხისმგებლობა არის პიროვნულად მათი პასუხიმგებლობა, რადგან მათ ვერ მოახერხეს 2 წელი დაეჭირათ ტერორისტი და დაჰყვნენ მის ნებას. ეს წახალისებაა. ამ გაჭირვებულ კრიმინალურ ქვეყანაში, დიახ ეს ქვეყანა კრიმინალური ქვეყანაა, კრიმინალები დასჯილი არაა, გადაადგილდებიან იარაღით, მკვლელობების უმრავლესობა გაუხსნელია. ლამის ფირალების ინსტიტუტი ააღორძინა ოცნებამ. დაუსჯელობაა ქვეყანაში. კრიმინალური ინსტიტუტი რომ არის ვაკეში, სამხარაულის საექსპერტო ბიუროა და მისმა თანამშრომელმა ნივთმტკიცებულები დაალომბარდა და ამაში სისტემური დანაშული ვერ ნახა შსს–მ, ბუღალტრები ერთდროულად გაგიჟდნენ სახელმწიფო სამსახურებში და ერთდროულად დაიწყეს კაზინოში თამაში და ბიუჯეტის ფულის დადება? ადამიანები ისეთი ასაკის, რომ მგონია ზოროს და ზეროს ვერ არჩევენ და ყველამ ერთად მოინდომა, დავიჯერო კაზინოში თამაში? სისტემური აქაც ვერაფერი დაინახეს? გარბიან პოლიციელები, პროფესიონალები, კრიმინალური სამსახურის უფროსები, ექსპერტები, სასაზღვრო პოლიციიდან და ჯარებიდან გარბიან, ესეც შემთხვევითია? მინისტრი გამოდის და ცინიკურად გველაპარაკება. ამ საყოველტაო მოსმენების ფონზე, რაღა უნდა გააფუჭოს მინისტრმა, რომ გადადგეს? ბიძინა უნდა მოიტაცონ, რომ გადადგეს ეს მინისტრი?”
კომენტარები