ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“სინამდვილეში არანაირი ტრიუკი არ დაუდგამს გარდა ერთისა!
მშვენივრად იცის ბიძინამ რა დღეც ელის! მთელი მისი აქტივი დამოკიდებულია ამერიკის გადაწყვეტილებებზე! ერთი სანქცია და ის ხდება ჩვეულებრივი ბანკროტი!
ამიტომაც გააკეთა რაც გააკეთა! გადააფორმა მთელი თავისი ქონება ფონდ ქართუზე, რომელიც ოფშორშია დარეგისტრირებული! ანუ სანქცირების შემთხვევაში მის ქონებას აზღვევს!
მისთვის ჩვეულ სტილში ფეხებზე დაიკიდა მთელი თავისი გუნდი და სრული პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე დააკისრა მათ! მშვენივრად ეტყობოდა ეს ყველაფერი სახეზე კობახიძესაც და თალაკვაძესაც!
ამერიკელები არავის აპატიებენ ანაკლიის პორტს და ირანის სანქცირებული ნავთობით ფულის შოვნას! ეს კი ყველაზე კარგად იცის ბიძინამ! ამიტომაც გაიძურწა ეპისტოლარულად, ისე რომ თავის მომხრეებს არც კი დაემშვიდობა პირადად!
დიდი ამბები იწყება მეგობრებო! ოლიგარქია სრულდება! სრულდება მსოფლიო რუკაზეც და დასრულდება საქართველოშიც აუცილებლად”
კომენტარები