ეკონომისტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“დადიანების სასახლე რომ გაყიდეს ნაცებმა და დღეს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ სცნეს, ამაზე ნაცები რას იძახიან? ბიძინამ რომ რესტავრაცია ჩაუტარა დადიანების სასახლეს და დღეს ევროპული სტანდარტის პარკი გვაქვს ზუგდიდში, ეს რომ გაყიდული იყო იციით? 🙂
,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კახა დამენიამ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და უშუალოდ ჰქონდა დავალებული პრივატიზების მიმდინარეობაზე კონტროლი, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, უკანონოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების გარეშე, მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ფართობის პრივატიზება”.
კომენტარები