“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, შსს-ს შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელებს, რომლებიც აქტივისტებს სტიკერების გაკვრას უკრძალავენ, მიმართა:
-გუშინ ადამიანი ცემეთ, ეხლა კანონს არღვევთ..თავი მაინც დახარეთ… ჩოლოიანი არ გამოუშვეს? ეს ფორმა რომ გაცვიათ, უკვე სირცხვილია…
-არ მრცხვენია მუნდირი რომ მაცვია…
-მუნდირი არ არის ეს, მოძალადის ფორმაა… ნინოწმინდაში აქციაზე ხელი მოტეხეთ აქციის წევრს, ეს არის ძალადობა. ცოტა დამშვიდდით, ცოტა თავი დახარეთ, ცოტა დასევდიანდით… ყრუ-მუნჯს რომ ცემ და მერე აზრს გამოვხატავ და ხელს მიშლი, არაკონსტიტუციური მოძალადე ხარ… აი, ამ ადამიანს უღირს, რომ მოძალადე პოლიციელი დაიცვას, ბავშვის ცემა გაამართლოს… კამერაში თქვით, რომ არ შეიძლება სტიკერის გაკვრა… ამ ადამიანებს ბიძინამ უთხრა, ბინებს მოგცემთ, თუ აქტივისტებს დაუპირისპირდებით, თუ გაამართლებთ შშმ პირის ცემას, ფულს, პრემიებს გადაგიხდით… ამათ პრემიები აქვთ აღებული ამ ყველაფერში. სისტემა უნდა შევცვალოთ, მარტო ის კონკრეტული პო;ლიციელი კი არ არის მოძალადე. მოძალადეა სისტემა, თუ ვიდეო არ გამოქვეყნდა, როგორ სცემენ – უშვებენ. ჩოლოიანს უშვებენ, დევნილებს დღემდე ბინა არა აქვთ, კულტურის სამინისტროდნ დღემდე ხალხს აგდებენ…”
ვიდეოს “მთავარი არხი” ავრცელებს.
კომენტარები