სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი:
“რუსული ოცნება & ადამიანების დაბულინგება
როგორც უკვე იცით, ბიძინამ დაავალა თავის პროფესიონალ მსახურებს, ჩვენი ოჯახის ყველანაირი მეთოდით განადგურება. ორთვიანი დაკვირვების შედეგად დავრწმუნდი, რომ ვინაიდან მათ არ შეუძლიათ კორექტულად და არგუმენტირებულად ჯანსაღი კრიტიკა და საპირისპირო აზრის დაფიქსირება, მათი მთავარი იარაღია ადამიანის დაბულინგება და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ ბიძინას გულშემატკივრები მის მოწინააღმდეგეებს და მათ შორის მეც, დამცინიან გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, აღიზიანებთ ჩემი თვალების დახამხამების სიხშირე, ბოტოქსი და საერთოდ რას ვგავარ… ამ სამარცხვინო გზით ქოცები ფიქრობენ, რომ რაიმე უარყოფით ზეგავლენას ახდენენ მოწინააღმდეგეზე, რაც მათ სარგებელს მოუტანს, მაგრამ რეალურად მხოლოდ საკუთარ თავს აკნინებთ, მართალია თქვენ ამას ვერ ხვდებით, მაგრამ ცოტა რომ განვითარდებით, შემდეგ მიხვდებით რომ რეალობა ეს იყო.
ქოცებო, დიდი მადლობა, რომ მიმაღლებთ თვითშეფასებას, რადგან თქვენს მაგალითზე, ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ თქვენ არ გგავართ და განვითარების იმ ეტაპზე არ შევწყვიტე ზრდა, სადაც თქვენ ხართ გაჩერებული ახლა. არასდროს დამიბულინგებია ადამიანი გარეგნობის ან ჩაცმულობის გამო და ბედნიერი ვარ, რომ
ასე აღმზარდეს მშობლებმა. ძალიან მომწონს ჩემი გარეგნობა ისეთი, როგორიც ღმერთმა შემქმნა და მაპატიეთ, მაგრამ კიდევ ხშირად მოგიწევთ ჩემი დანახვა და მოსმენა. ისე, ბოტოქსი არ მაქვს, მაგრამ 1-2 წელში ვაპირებ, ასე რომ ნუ იშლით ნერვებს ტყუილად, თორე მალე დაბერდებით ამდენი სიძულვილით და ჩემზე ადრე თქვენ მოგიწევთ ბოტოქსის გაკეთება, მაგრამ მე მაგის გამო არასდროს დაგცინებთ, რადგან 21-ე საუკუნიდან გესაუბრებით ახლა და აქ იცით რა კარგია? აი ნახავთ, თქვენც მოგეწონებათ
პ.ს ისე ნორმა რამდენია, წუთში რამდენჯერ მაქვს თვალების დახამხამების უფლება ?”
კომენტარები