მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, ეხმაურება პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძის მოწოდებას და წერს:
“ვეთანხმები მამუკას – მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის და საყოველთაო გაფიცვის გზა არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომელიც გამარკვებამდე მიიყვანს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლას. მე თავიდანვე ვთქვი რომ ბიძინას ამ კანონით ომის დაწყება უნდა ქვეყნის შიგნით, რომ მერე რუსის ჯარი შემოიყვანოს. ამიტომაც, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ძალადობაში – ეს ისედაც არაეთიკურია – და დავუპირისპირდეთ ზვიადის, მერაბის და მაჰათმა განდის იარაღით – საერთო-ეროვნული დაუმორჩილებლობით და საყოველთაო გაფიცვით.
ხვალიდან საჭიროა სრულიად მშვიდობიანი საყოველთაო გაფიცვის დაწყება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
ორჯერ უკვე მაქვს გამოცდილება (1989 და 2003 წლებში) და მხარს ვუჭერ საყოველთაო მშვიდობიან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიას!”
“დავიწყოთ სახალხო დაუმორჩილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით” – ხაზარაძე
კომენტარები