ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია:
„დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება. დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, რომ ვინ სად იდგა, ვინ რას აკეთებდა, ვის რა პოზიცია ჰქონდა – ეს არსად გაქრება და პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება, ერთმნიშვნელოვნად…
ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს. იმის მაგივრად რომ შეცდომებს ვასწორებდეთ, იმიტომ რომ დღეს ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო შესაძლებლობების ფანჯარა, საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. ასე სწრაფად, არ იქნებოდა.
ერთის მხრივ გვაქვს შესაძლებლობა ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორე მხრივ ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო რისკი გვაქვს ეს 20-30 წელი დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული.
დღეს საქართველოში არის ისეთი პერიოდი, მე გპირდებით ამას, რომ თითოეული ადამიანის, ვინც აქ იდგა, ვინ რას აკეთებდა, ეს არსად არ გაქრება და თითოეულის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება. იმიტომ, რომ ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს. დღეს წყდება ბედი და უახლოეს ორ წელიწადში გადაწყდება ბედი იმ მიღწევევისა და შეცდომებისა, რაც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ დაუშვა…
…პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება და გაითვალისწინეთ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მე ჩემს თავსაც ვეუბნები ამას. მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა რომ მე წავედი პოლიტიკიდან. ის წავიდა იმისთის, რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლო პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“
კომენტარები