ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:
“რატომ არის რესპუბლიკური პარტია ქრონიკულად 1%-იანი? რატომ აქვს ალერგია მის უკლებლივ ყველა ლიდერზე ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას და ზოგადად რატომ არის მათ თავზე მუდმივად უარყოფითი აურა? იმიტომ რომ არიან ყველაფერზე წამსვლელები და ყველფრის მკადრებელნი, მათ შორის მამალი ტყუილების.
მართლაც რომ მომხდარიყო ის ამბავი, რაც სამნიძემ 9 წლის შემდეგ „გაამხილა“ (ცალკე საკითხია რისთვის დასჭირდა მაინცადამაინც ეხლა), რატომ უნდა ეთქვა ეს ივანიშვილს რესპებისთვის? ამ მამალ ტყუილს ხომ არ დაიჯერებს თუნდაც ძალიან გულუბრყვილო ადამიანი
დავუშვათ და მართლაც მოხდა. თუკი რესპები პატიოსანი ხალხი და რეალურად პროდასავლელები იყვნენ, წესით ეს ამბავი დაუყონებლივ უნდა გაესაჯაროებინათ, გამოსულიყვნენ კოალიციიდან, დაეტოვებინათ თანამდებობები მთავრობაში, მანდატები პარლამენტში და განგაში აეტეხათ. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. რატომ? იმიტომ რომ თინა ხიდაშელის და დავით უსუფაშვილის უკანალები კარგად და სარფიანად იყვნენ მოკალათებული თავდაცვის მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლებში, ხოლო დანარჩენი რესპუბლიკელების კი პარლამენტში. ბიძინასგანაც ელოდნენ 2016 წელს მორიგ “გეშეფტს,” თუმცა ვერ მიიღეს და გაბოროტდნენ
ეს პარტია ყოველთვის ვაჭრობდა ყველაფრით რითაც შეეძლო. ვაჭრობს ეხლაც და ივაჭრებს მომავალშიც. ასეთია მათი ფილოსოფია – შეეკრა თუნდაც ეშმაკს, თუკი გჭირდება.
სწორედ ამიტომ აქვს გახვრეტილი გროშის ფასი მათ სიტყვას და ეს საზოგადოებას ხშირად უნდა შევახსენოთ.”
კომენტარები