რეჟისორმა ქეთი დოლიძემ სოფლებიდან დედაქალაქში ჩამოსული მოსახლეობა გააკრიტიკა:
„რას აკეთებს ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი?! რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?! მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში. ერთხელ გააკეთეთ რეპორტაჟი, თუ არ დაგემალებიან, ჰკითხეთ – რატომ არ მიდიან სოფლებში, რატომ არ ამუშავებენ მიწას?“
ქეთი დოლიძის ამ განცხადებებს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა.
ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში კრიტიკას რეჟისორის შვილი, თამრი ბზიავა გამოეხმაურა:
„მგონი, როგორც წესი, ამ ქვეყანაში იმას არასდროს უსმენენ მთლიან კონტექსტში რას ამბობს ადამიანი… დღეს ადამიანების პრობლემაა მოსმენა და, რაც მთავარია, გაგება… ცხოვრებაში არასოდეს არ ვეხმაურები ხოლმე ხალხის კომენტარს, წერას მირჩევნია, საქმით ვაკეთო გასაკეთებელი, მაგრამ ხანდახან მინდება ხოლმე მეც კომენტარის გაკეთება:
1. მთელი ჩემი დღე და მოსწრება და ცხოვრება ჩემს ოჯახში ცხოვრობდა 4 ბებია ოთხივე გურული, სამი ქეთის მამიდა და მოეთხე მამაჩემის დედა.
2. მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, ჩვენს სახლში ჩამოდიან სოფლებიდან ჩვენი ნათესავები, მეგობრები, ძალიან ხშირად ყოფილა უცხო მეგობრის მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი და ჩვენი სახლი სულ ღიაა მათთვის და არა მხოლოდ მათთვის.
3. თვითონ ქეთიმ მოიარა 375, თუ არ ვცდები, ზუსტი ციფრი არ მახსოვს, არა ბიძოს სიყვარულის და გადაკეტვის გამო არა, უბრალოდ იმიტომ, რომ საოცრად უყვარს თავის ქვეყანა და ზუსტად ის სოფლები, რომლებიც მოიარა და იმის რწმენით, რომ რაღაც უკეთესიბისკენ შეიცვლებოდა.
და ბოლოს ბაბუაჩემი, სიკო დოლიძე, რომლითაც ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ ქართული კინოს ერთ-ერთი დამაარსებელია, ასე ვთქვათ, „გაქანებული“, გურული იყო, ამასთან ერთად ოთხივე ბებია… ასე რომ, არავინ აკნინებს სოფელს, მით უმეტეს ქეთი… მართლა მეცინება რანაირად შეუძლია ამ ხალხს ასე, როგორც თვითინ სურს, ისე გაიგოს ესა თუ ის საკითხი… არსასოდეს არ ვაკეთებ კომენტარს და მით უმეტეს დედაჩემს ძალიან იშვიადათ ვიცავ, რადგან ვფიქრობ, რომ დასაცავი არაფერი აქვს… უბრალოდ ერთ რამეში ვეთანხმები ბოლომდე… საკმაოდ უმადური და დაუნახავი ერი ვართ, ხშირად არ გვიყვარს ჩვენივე ხალხის დაფასება და ბევრად მეტი კეთილი და მაგარი მხარის დანახვა და, სამწუხაროდ, უფრო ხშირად ვკონცენტრირდებით ნეგატივზე… ეს თეთრით შავზე ჩანს, არა მგონია, მხოლოდ ჩემი აზრი უყოს…. ახალ წელს გილოცავთ და წარმატებას, დადებით ენერგიას და სიკეთეს გისურვებთ…
…რადგან საჯარო პირია, ამიტომ რა ვქნათ ახლა ყველას ვერ მოეწონება ქეთის აზრი… და სხვათა შორის, ძალიან ხშირად შევსწრებივარ და დიალოგში შევსულვარ ტაქსის მძღოლებთან და თვითონვე უთქვამთ როგორ ეზარებათ სოფელში თავისივე მიწაზე შრომა, ასე რომ… სხვათა შორის, ქართველებს ყველაფერი მარტივად გვინდა, ჩემი და ქეთის აზრი არ არის ეს, თვითონ ის ხალხი ამბობს, ვინც სოფლიდანაა ჩამოსული ამას და მინდა გითხრათ, ტაქსის მძროლებს დღეს ჩემზე მეტი ხელფასი აქვთ, მართლა ოღონდ ღმერთმა შეარგოთ, გულით, ნეტავ მქონდეს სოფელი საერთოდ არ ვიცხოვრებდი აქ. არავინ არავის არ ლანძღავს. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, დღეს ჩამოსული ხალხი ძალიან საკმარის ფულს აკეთებს ვაჭრობით, ესეც მათგან ვიცი, ასე რომ უცხოელებით რომ გაივსო სოფლები და ჩვენს მიწაზე უცხოელს რომ მოჰყავს და აყვავებს ყველაფრს, ესეც მთავრობის ბრალია თუ ხალის, ნეტავ?
ჩემი ახლო მეგობარი ამერიკიდან ჩამოვიდა, რომელსაც ვერ ვიტყოდი, რომ დალხენილი ქონდა იქ ცხოვრება, ამერიკელია და აქ სოფელში ნოლიდან დაიწყო ყველაფერი, თავისი ხელით ააშენა და ააყვავა იქაურობა, ამიტომ ძალიან გთხოვთ, თქვენ ნუ მელაპარაკებით აქეთ გონორით მე რა ვკითხო დედაჩემს, არც ის იცით, რაზე ვესაუბრები დედაჩემს და რაზე რა პასუხს ვთხოვ… საჯარო პირობა არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება არ უნდა მქონდეს, რადგან აქიდან ნახევარზე მეტს არ მოეწონება ეს აზრი! დემოკრატიულ და დამშვიდებულ და აშენებულ ქვეყნებში ადამიანების მენტალობაში პირველი კულტურა და სხვა ადამიანების აზრის პატივისცემაა, რამეს თუ არ ვეთანხმები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადავუარო ადამიანს… არავინ არ ჩხუბობს და არავის აკნინებს და რაც შეეხება, რა გაგიკეთებიათ ასეთი და ამდენი რა ამოგვადინეთო, ამაზე გიპასუხებთ შებრძანდით ინტერნეტ-სივრცეში და გარდა ლანძღვა გინების, ჩაწერეთ თუ ასე გაინტერესებთ ჩვენი ისტორია და თეთრით შავზე დევს, რაც გაგვიკეთებია“
წყარო – cyc.ge
კომენტარები