ტვიტერში თავად ბილ გეითსი ავრცელებს, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა, მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს.
„COVID-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. მე მცირე სიმპტომები მაქვს და სპეციალისტების რჩევით გამოჯანმრთელებამდე იზოლაციაში ვიქნები“, – წერს გეიტსი.
მან ასევე დაწერა, რომ სრულად ვაქცინირებული იყო და ბუსტერ-დოზაც ჰქონდა გაკეთებული. მილიარდერმა, ასევე, განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი გეითსის ფონდი პარტნიორებთან მუშაობას განაგრძობს, რათა მომავალ შესაძლო პანდემიას მსოფლიო უფრო მომზადებული შეხვდეს.
კომენტარები