რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა, ხოლო მათი 25 წლის ქალისვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა განუცხდა.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 54 წლის ლამზირა რატიანი და 58 წლის ზურაბ ლობჯანიძე.
„გარდაცვლილები დილით დისშვილმა ნახა. გოგონა კონტაქტური იყო, რადგან შორს იყო იმ ოთახიდან სადაც გაჟონვა მოხდა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როგორც ბინის მეპატრონე ამბობს, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ოჯახს მისთვის არასდროს მიუმართავს ჩივილით, რომ წყლის გამათბობელი გაფუჭებული, ან რაიმე სახის სხვა პრობლემა თუ ჰქონდა.
„ექსპერტები მუშაობენ. სავარაუდოდ, წყალგამაცხელებელმა გამოიწვია. წყალგამაცხელებელი 2019 წლის 25 სექტემბერს გეგმიური სამუშაოების დროს იყო სპეციალისტების მიერ შემოწმებული და აღნიშნული წყალგამაცხელებელი ჩახსნილი იქნა გაზზმომარაგების ქსელიდან. სავარაუდოდ, აბონენტმა თვითონ მოახდინა მიერთება“, – აცხადებენ კომპანიაშია.
პრაიმტაიმი
კომენტარები