მოქალაქე თიკო კვალიაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ძაღლის ფოტოს და წერს:
“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ნაცვლად იმისა, რომ აღიარებდეს თავის მძიმე დანაშაულს და ჯანმრთელი ძაღლის მკვლელობას აქეთ გვადანაშაულებს, რომ ძაღლი უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული. იმის მაგივრად რომ დამნაშავეები დაისაჯონ. მე არ მჭირდება მხოლოდ ვეტერინარზე ხელის შეწმენდა. მინდა რომ დაისაჯოს თავშესაფრის დირექტორი და კურატორი, რომელთა ნების გარეშეც იქ არაფერი არ წყდება. ბატონმა ვახტანგმა პირად საუბრებში მითხრა რომ კარგად უნდა ვიცოდე კანონები. დიახ ვიცი ვახო იმიტომ რომ პატრონს დაბირკვიდან 1 თვე ჰქონდა რეგისტრაციის დრო და 20 დღე იყო ჯერ გასული. თურმე მე უნდა ვიცოდე ზედმიწევნით კანონი სანამ ცხოველების გადასარჩენად ამხელა ფიზიკურ, ფინანსურ და მორალურ რესურსს ჩავდებ. რაც შეეხება კანონის ცოდნას და მინდა განსაკუთრებით კარგად იმ თანამშრომლებმა მოისმინოთ დემაგოგებივით რომ დამხვდით გუშინ კაბინეტში და აქეთ სცადეთ ჩემი დადანაშაულება.
რაც შეეხება კანონის ზედმიწევნით ცოდნას, გუშინ სახლში რომ მოვედი გადავხედე მოვლა პატრონობის წესს და ერთი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე, ცხოველის მეპატრონეს ქონია არჩევანის საშუალება – საჭდით მოახდინოს იდენტიფიცირება, ტატუთი თუ ჩიპით. გუშინ მონიტორინგმა მიპასუხა, რომ – “მართალია, ცხოველი იყო გასტერილებული, საჭდის ნომრით – KED-0028, მაგრამ აღნიშნული საჭდის ნომერი ბაზაში არ მოიძებნა!” – ანუ გამოდის თქვენ საერთოდ არ იცოდით რა ძაღლს აძინებდით, იმიტომ რომ ბაზაში ეს საჭდე არ იძებნებოდა, არ იცოდით ყავდა მიმკედლებელი, მეპატრონე ან საერთოდ ქუჩაში იყო გაშვებული თუ არა. ძაღლს ჰქონდა იდენტიფიკაციის საშუალება საჭდე და საყელო + თქვენ ვერ პოულობდით ბაზაში ძაღლის საჭდეს, ანუ გამოდის დაკარგული იდენტიფიცირებული ძაღლი დააძინეთ და ძაღლი მიიჩნევა დაკარგულად როცა მას აქვს – როგორც წესში წერია იდენტიფიკაციის ვიზუალური მიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები, რომ ცხოველს შესაძლოა ყავდეს პატრონი – ეს ნიშნები, ჰქონდა საჭდე და საყელო, ასევე ძაღლი რომ დადის ამის ფაქტები მე მაქვს ვიდეო მასალის სახით. ამის შემდეგ როგორ გვაბრალებთ ჩვენ რომ ჩვენი ბრალია რამე?
ასევე ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან
რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის
იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან „საჭდით“ (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას.
ძაღლს ბირკა და ყელსაბამი ჰქონდა ამიტომ უნდა მოეძიებინათ პატრონი.
აქ სულელი არავინ არაა
დასაჯეთ დამნაშავეები და აღიარეთ ძაღლის უსამართლო დაძინება!!
Kakha Kaladze კახა კალაძე
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
Vakhtang Lomjaria
Nata Uzunashvili“
კომენტარები